შავი ზღვის ჯაზ - ფესტივალი კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნა. ამერიკელი პიანისტი და ჯაზ - ორღანისტი 2 საათიანი პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე. დღეს კი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი - ჯემიროქვაი გამართავს კონცერტს. 11 წლის შემდეგ ცნობილი ბრიტანული ბენდი ისევ საქართველოშია. ისინი მაყურებლის წინაშე ძველი ჰიტებით და ახალი ალბომით წარსდგებიან.
ჯგუფის წევრები და სოლისტი საქართველოში ევროპა-აზიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ორგანიზატორები კონცერტზე სრულ ანშლაგს ელიან. კონცერტს სავარაუდოდ 6 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრება. მისი დასრულების შემდეგ კი საფესტივალო კლუბში მეთიუ ჰარტნეტი გამართავს კონცერტს. ამ წუთებში მუსიკოსი ბენდთან ერთად რეპეტიციას გადის.