მერობის და გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები

19 ივლისი 2017, 00:00 3337 ნახვა

მინისტრი, მოქმედი და ყოფილი მოადგილეები სავარაუდო კანდიდატებად. ბათუმის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი შესაძლოა სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლაშა კომახიძე იყოს, ქედის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატად ლევან გორგილაძე სახელდება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია ქობულეთის გამგებლობის სავარაუდო კანდიდატზე – ეს განათლების მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძეა. ისინი ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, ამბობენ რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული. დასახელებული კანდიდატებიდან ორი რეგიონის მთავრობაში ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის დროსაა დანიშნული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი