მზისგან დაცვის საშუალებების უარყოფითი და დადებითი თვისებები 

19 ივლისი 2017, 00:00 6291 ნახვა

უკვე შუა ზაფხულია და კლიმატური მონაცემებით წლის ყველაზე ცხელი პერიოდი. შესაბამისად  უამრავი ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად, მეტი დრო გაატაროს  გარეთ მზეზე. თუმცა, პირდაპირი მზის სხივების, ზემოქმედებისაგან დასაცავად მუდმივი ზრუნვაა საჭირო რათა მოხდეს კანია ღია ნაწილის დაცვა ისე, რომ ლამაზიც იყოს გარუჯული სხეული და  არ მიიღოს ზედმეტი დასხივება, რითაც თავიდან  იქნება აცილებული ონკოლოგიური პრობლემები და სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი რისკ ფაქტორები.

კანის კიბოს ფონდის (SCF)  მონაცემებით, ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთი ექვემდებარება ნებისმიერი სახის, კანის კიბოს განვითარების რისკს. არამელანოციტური კანის კიბოს 90 %-ის განვითარება უკავშირდება ულტრაიისფერ და რადიაციულ დასხივებას, რომლის საწყისია მზე. სპეციალისტები გვაძლევენ რჩევებს იმ ძირითად საკითხებზე, რითაც შესაძლებლობა გვეძლევა წლის ყველაზე ცხელი პერიოდი გავატაროთ უსაფრთხოდ. ნუ დავივიწყებთ, რომ ,,ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია“. 

 

35 წლის ქალბატონი, რომელიც მზის ინტენისური ზემოქმედებით მელანომით დაავადდა და ექიმების ძალისხმევის შედეგად გადარჩა, მზადაა ყველას გაუზიაროს ფოტო, დაავადებამდე და მის შემდეგ.ფოტოს კოლორადოს უნიცვერსიტეტი აქვეყნებს.

რა დონის უნდა იყოს SPF ფაქტორი (SPF​ ინგლისური შემოკლებაა, რაც ნიშნავს მზისგან დაცვის ფაქტორებს)მიუხედავად კანის ფერისა, მზის პირდაპირი სხივების დროს ყველას სჭირდება მზისგან დაცვის საშუალებები. გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ მუქი შეფერილობის ადამიანები შედარებით ნაკლებად ღებულობენ მზის დამწვრობას არასწორი ინტერპრეტაციაა, რამდენადაც შესაძლოა მათ მკვეთრად გამოხატული სიწითლე არ  აღენიშნებოდეთ, თუმცა უარყოფითი ფაქტორები, იგივენაირად მოქმედებს მუქ კანზე, როგორც ღია და ხორბლისფერი კანის მქონე ადამიანებზე. 

ღირს თუ არა ზედმეტი თანხის გადახდა, როდესაც SPF​  ფაქტორები 35 %-ზე მაღალია?
არცერთი მზის დამცავი საშუალება არ იცავს კანს 100 %-ით. როდესაც  SPF დაცვა 30-ია, მზის სხივების პირდაპირი გამოსხივებისგან დაცვამ შესაძლოა მიაღწიოს 97 %-ს, ფაქტორის 50 %-ის შეთხვევაში დაცვა 98 %ა მდე იზრდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა  არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება, რომ  რაც უფრო მაღალია დაცვის ფაქტორი, მით უკეთ იყოს დაცული სხეულის ღია ნაწილი. 

რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დაცვის საშუალებები?
გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ 2 საათში ერთხელ და დამატებით ბანაობის  შემდეგ. მთელს სხეულზე უნდა მოხდეს განაწილება თანაბრად და არა მხოლოდ სხეულის ცალკეულ ნაწილზე. კანს არ უნდა მიეცეს გამოშრობის საშუალება.

რას ნიშნავს წყალგამძლე საშუალებები?
ამერიკის შეერთებულ შტატებში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ (FDA) ჩატარდა კვლევა, რომლის დასკვნითაც აიკრძალა მზისგან დაცვის ისეთი საშუალებები, რომლებიც ძნელად ჩამოიბანება წყლით. აკრძალვის მიზეზი გახდა ის, რომ დაცვის საშუალებები მაქსიმუმ 60-80 წუთის განმავლობაში უნდა იყოს დატანილი კანზე, შემდეგ კი უნდა მოხდეს მისი მოცილება და ხელახლა წასმა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ჯანსაღ დაცვას და გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან დაცვას. 

 

მზისგან დამცავი კრემია უფრო ეფექტური თუ სპრეი?
მიუხედავათ იმის, რომ უმრავლესობა იყენებს სპრეი საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც უფრო კომფორტულია, ის ვერ უზრუნველყოფს საკმარის დაცვას იმის გათვალისწინებით, რომ დოზირების კორექტირება შეუძლებელია და სხეულზე ნაწილდება არათანაბრად. სქელი და თხელი ფენის შერეულმა ნაწილმა კი შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის ცალკეული ნაწილის არათანაბარი  გარუჯვა და მზის დამწვრობა. გარდა ამისა სპრეის შემცვლელი ნანონაწილაკების სასუნთქ გზებში მოხვედრის ალბათობა მაღალია, რაც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა ალერგიულ რეაქციებს. 

 

რა განსხვავებაა ბავშვისა და ზრდასრულის დამცავებს  შორის?
6 თვემდე ჩვილებში არ შეიძლება გამოყენება  მზისგან დაცვის საშუალების, 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში კი, უნდა მოხდეს დაცვის შერჩევითი გამოყენება რათა თავიდან იქნას აცილებული ალერგიული რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა დაცვის საშუალებათა უმეტესობა, შედარებით ნაკლებად შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიურ საშუალებებს.

სპეცილისტები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაინც ტრადიციულ დაცვასა და მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან თავის მაქსიმალურად  არიდებას გვირჩევენ.

 

რამდენადაა რისკის შემცვლელი ვადაგასული საშუალებების გამოყენება?
ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს, მათაც აქვთ ვარგისიანობის განსაზღვრული პერიოდი, რომლის ამოწურვის შემდეგ დაცვის საშუალება ხდება ტოქსიკური და მისი გამოყენება შესაძლოა ადამიანისთვის გახდეს დამაზიანებელი.

 

სპეცილისტები ასევე გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ ისეთი მზისგან დამცავი საშუალებები, რომელთა კომპონენტები ბუნებრივი წარმოშობისაა და ნაკლებად შეიცავენ ქიმიურ დანამატებს. 

 

ზაფხული ეს ბედნიერი სეზონია. სწორედ, იმიტომ რომ მზის სხივები ყველაზე ხანგრძლივი რაოდენობით გვინათებს დღეებს, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში კი ჯანმრთელობასაც სარგებელს მოვუტანთ და დიდი ხნის განმავლობაშიც დავტკბებით გარუჯული სხეულით.  

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი