თურქეთში ავტოავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

18 ივლისი 2017, 00:00 4919 ნახვა

თურქეთში  ორი  დღის  წინ  ავტოავარიის  შედეგად  დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის  მდგომარეობა ისევ  მძიმეა.  ის  რეანიმაციაში  მართვით სუნთქვაზე იმყოფება.  
ამ ეტაპზე  თურქეთში  ავარიისას დაშავებული  5  პაციენტი  რჩება.  ოთხი  მათგანის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია  მძღოლის  მდგომარეობაც,  თუმცა როდის დაბრუნდება ის საქართველოში  ჯანდაცვის  მინისტრის ინფორმაციით,  ეს უკვე გამოძიების მიმდინარეობაზეა  დამოკიდებული. 

თურქეთში, გირესუნის გუბერნიაში ავარია ორი დღის წინ მოხდა, შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა  საქართველოში უკვე დაბრუნდა.  ანსამბლ  “ერისიონის” საბავშვო  სტუდია “ლამპრების” წევრები თბილისიდან  ბულგარეთში  ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი