თურქეთის კლინიკებში 5 დაშავებული რჩება

17 ივლისი 2017, 00:00 2746 ნახვა

5 დაშავებული ქართველი თურქეთის სხვადასხვა კლინიკაში რჩება. მათ შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშაა ასევე ერთი მოზარდი. ტრაპიზონთან ახლოს ანსამბლ ,,ერისიონის” საბავშვო სტუდია ,,ლამპრების” წევრები ავტოავარიაში გუშინ გამთენიისას მოხვდნენ. ბავშვები, სხვა თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში გუშინვე დაბრუნდნენ.

როდის მოხდება იმ პირების სამშობლოში ტრანსპორტირება, რომლებიც თურქეთში მკურნალობის კურსს გადიან, ეს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ავარიის მიზეზს, ჯერ მხოლოდ ვერსიები ვრცელდება. თურქი სამართალდამცველები ამ მიმართულებით ამ დრომდე მუშაობენ. რა მოხდა 16 ივლისს გირესუნის გუბერნიაში, რას ჰყვებიან დაზარალებულები და როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ავარიის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს, თურქეთსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ორივე მხარე დაფარავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში