თურქეთში ავარიის დროს დაშავებული 8 პაციენტი კლინიკაში რჩება

17 ივლისი 2017, 00:00 3273 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული  8 პაციენტი თურქეთში სამედიცინო კლინიკებში ამ დრომდე  რჩება. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  რაც შეეხება ანსამბლის სხვა წევრებს, ისინი საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ.

ავტოავარია, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაშავდა, გირესუნის გუბერნიასთან გუშინ დილით  მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები ბულგარეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა  და იგი  გზის  ბარიერსა  და  ბოძს  შეეჯახა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი