საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალი ტალღის” სტუდენტებმა ესტონეთში, ქალაქ ვალგას პროფესიულ ცენტრში ლოჯისტიკის მიმართულებით 2 წლიანი სასწავლო კურსი გაიარეს. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.
კოლეჯის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცვლითი პროგრამები სამომავლოდაც გაგრძელდება. გარდა ამისა, საზოგადოებრივმა სასწავლებელმა სხვადასხვა კერძო კოლეჯთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.