წიგნი მუხრან ვახტანგაძეზე - პრეზენტაცია

14 ივლისი 2017, 00:00 2400 ნახვა

43 ათასი ლარი წიგნისთვის, რომელიც  მმართველი გუნდიდან პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის სპორტულ მოღვაწეობას ეხება. მასში ავტორი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის შესახებ წერს.

წიგნის დასაბეჭდად თანხა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დახარჯა. პრეზენტაცია დღეს საჯარო ბიბლიოტეკაში გაიმართა, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები,  ადგილობრივი  აღმასრულებელი ხელისუფლების  წევრები, სპორტსმენები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი