კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება. სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა ცოტა ხანში გაიმართება. პროცესის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 32 104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.