''საქართველოს ევროპული გზა'' - ბათუმი რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

12 ივლისი 2017, 00:00 2945 ნახვა

  „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“  -   ბათუმი რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ხელი სამ ფინანსურ დოკუმენტს მოეწერება.  მათ შორისაა შეთანხმება, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების შესახებ. 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე,   ასევე,   რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.

უკვე ცნობილია, რომ კონფერენციის მონაწილეები ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის თემებს განიხილავენ. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის თაობაზე კი დისკუსია გაიმართება. 
საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი