ბათუმმა ნინო ბაშარულის და ბოშური დინასტიის ვირტუოზების ერთობლივ პროექტს უმასპინძლა. მუსიკოსების რეპერტუარში ბოშური და ქართული ელემენტების სინთეზია.
უცხოელი მუსიკოსები პოპვარსკვლავ მადონას ბენდში უკრავენ და ისინი ამჯერად ქართველი შემსრულებლით დაინტერესდნენ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოეწყობა მსოფლიო ტურნე, რომელიც სტარტს საქართველოდან აიღებს.