საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ზურაბ აბაშიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, აქვს მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე. ეს კი აბაშიძის განცხადებით, ქართული მხარისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.