უფასო სამედიცინო გამოკვლევები სხალთის ხეობაში. გამოკვლევები იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა საავადმყოფოს მედიკოსებმა ჩაატარეს. მოსახლეობამ სხვადასხვა სახის მომსახურება მიიღო, მათ ექოსკოპიური გამოკვლევითაც შეეძლოთ ესარგებლათ. თუმცა, ადგილობრივების ნაწილმა პრეტენზია გამოთქვა, რომ გამოკვლევების შესახებ წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ და კონსულტაციები მათ საჭიროებებს არ შეესაბამებოდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აქციის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო და მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. მსგავსი უფასო გამოკვლევები შუახევსა და ქედაშიც გაგრძელდება.