სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები

09 ივლისი 2017, 00:00 2052 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბელარუსის პრეზიდენტს შეხვდა. ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ზურაბ პატარაძე გუშინ, ოფიციალურ ღონისძიებასაც დაესწრო. მთავრობების ხელმძღვანელმა პირებმა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 

რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს ბელარუსის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები  გაეცნენ, დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობით და სამშენებლო ბიზნესით. საუბარი ციტრუსის ექსპორტსაც შეეხო.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ბელარუსში სოფლის მეურნეობის აკადემიაში კვალიფიკაცია აიმაღლონ.  ორმხრივი შეხვედრების შედეგად საპასუხო ვიზიტიც დაიგეგმა,  ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლები სექტემბერში აჭარის რეგიონს ეწვევიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი