უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გაეცნო. ამ პროგრამით სარგებლობა 100 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუძლიათ.
მედიკამენტები ძირითადად 4 ტიპის დაავადებებისთვისაა განსაზღვრული და სიმბოლურ ფასად 1 ლარად გაიცემა. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში 1 ივლისიდან მოქმედებს.