ცვლილება 14 კანონში და ბოლო 7 თვეში ჩატარებული 6 კომისიის 95 სხდომა-უმაღლესმა საბჭომ ნოემბრიდან დღემდე გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
პრეზენტაცია დაინტერესებულ პირებს დავით გაბაიძემ წარუდგინა, ყველაზე მეტი დრო კი მან საკანონმდებლო კუთხით გაწეულ მუშაობაზე გაამახვილა. შეხვედრას ოპოზიციიდან მხოლოდ ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ესწრებოდა.
ერთ საათიან შეხვედრაზე კი მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა დაისვა.