საბერძნეთში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

03 ივლისი 2017, 00:00 7051 ნახვა

როგორც საბერძნეთის პროგნოზირების ცენტრი იუწყება კუნძულ კრეტაზე ევროპაში ივლისის დასაწყისისთვის ყველაზე მაღალი +46 გრადუსი დაფიქსირდა. ოცდახუთი მეტეოსადგურის მონაცემებით კი ქვეყნის უმეტეს ნაწილზე +43 გრადუსი აღინიშნება. გასული კვირის განმავლობაშიც საბერძნეთში მაღალი ტემპერატურა იყო, თუმცა +41 გრადუსზე მეტი არ დაფიქსირებულა.

ხელისუფლება ტურისტებსა და მოსახლეობას შუადღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა საბერძნეთის მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას ტყის ხანძრების გაჩენის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს.  https://www.gismeteo.ru/news/

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში