სინოპტიკოსების პროგნოზი

03 ივლისი 2017, 00:00 3621 ნახვა

სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების გამო, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 35 - 37 გრადუსს მიაღწევს. 

მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ხვალ დღის 2 საათამდე შენარჩუნდება.  ხოლო 5 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩრდილო დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და ნოტიო ქარების მასები იმოქმედებს  და ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაიკლებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი