ღოღობერიძე - ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

03 ივლისი 2017, 00:00 3110 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11 12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი იწყება. მხარეები, მოსამართლე დავით მამისეიშვილს, შუამდგომლობით მიმართავენ.

“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის ადვოკატი, პაატა შავაძე ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ის დღეს ამის დამტკიცებას შეეცდება, ადვოკატი ახალ მტკიცებულებებს წარადგენს. 

შეგახსენებთ, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია 23 აპრილს დააკავეს, მათ ბრალად ბათუმში 11, 12 მარტის აქციის ორგანიზება ედებათ. საქმესთან დაკავშირებით, წინასწარ პატიმრობაში 18 პირი რჩება. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება ორ ბრალდებულთან გააფორმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი