ახალი გადაცემები ჩვენს არხზე

01 ივლისი 2017, 00:00 2470 ნახვა

სიახლეა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. დღეიდან ყოველ შაბათს,  ზუსტად 21 საათზე, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაიგოთ რა ხდება ,,მთავარი აჭარაში”.

სწორედ ასე ჰქვია ახალ გადაცემას, რომლის წამყვანი ლაშა ზარგინავა, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან ამბებს მოგიყვებათ, ის რაც მოსახლეობას აწუხებს და  მოსწონს. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ასევე ყოველ კვირას ანალიტიკურ გადაცემა  ,,კვირის მთავარს”, 21 საათზე ნახავთ. არხი  საეთეროდ კიდევ რამდენიმე პროექტს ამზადებს. ამჯერადაც პრიორიტეტული მოქალაქეების ჩართულობა იქნება.  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ - შოუს მაუწყებელი აგვისტოდან დაიწყებს.    

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი