როგორი ივლისი გველის წინ? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თვის პროგნოზს გთავაზობთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,ივლისი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უმეტესად ცხელი იქნება.
განსაკუთრებით ცხელ დღეებს სინოპტიკოსები 2-დან 4 ივლისის ჩათვლი პროგნიზირებენ. დაახლოებით ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს.
სააგენტოს პროგნოზით დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა ცალკეულ პერიოდში ღამის საათებში +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს, პერიოდულად კი +37, +39 გრადუსამდე მოიმატებს.
ნალექის რაოდენობა კი მოსალოდნელია ნორმაზე ნაკლები.