ქალაქის დაგეგმარება და სამშენებლო პოლიტიკა - დისკუსია

30 ივნისი 2017, 00:00 2496 ნახვა

ბიზნესის ინტერესებზე მორგებული სამშენებლო პოლიტიკა თუ საზოგადოების დაბალი აქტივობა ქალაქის განვითარებაში. ბათუმის ურბანულ დაგეგმარება და და მიმდინარე სამშენებლო პროცესი აქტუალობას არ კარგავს.

საკითხზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაინტერებულ პირებთან ერთად სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს. დეტალურად ისაუბრეს ქალაქის განვითარების პროცესში საზოგადოებრივ-სოციალურ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ გავლენებზე.

არქიტექტორიების შეფასებით, ბათუმში მშენებლობები ძირითადად ბიზნესს ინტერესებზეა მორგებული და ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადეობასა და კერძო სექტორს შორის მედიატორის როლის ნაცვლად სწორედ ინვესტიციების სახელით ბიზნესის ინტერესებს ითვალისწინებს.

მესამე სექტორში არქიტექტორებს ეთანხმებიან და საზოგადოების პასიურობაზე საუბრობენ. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი პრობლემას ურბანული განვითარების გენერალური გეგმის არ არსებობაში ხედავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი