Check in Georgia-ს ფარგლებში ''ჰიტ-ბათუმი 2016'' ხვალ გაიხსნება

05 ივნისი 2016, 00:00 4875 ნახვა

102 დღე და ათობით კონცერტი ბათუმში. ხვალიდან ზღვისპირა ქალაქში სტარტს აიღებს "ჰით ბათუმი", რომლის ფარგლებშიც მთელი სეზონის განმავლოაბში ბათუმი სხვადასხვა სახის ღონისძიებებს უმასპინძლებს. დაჩექინდით ბულვარში ვისაც გიყვართ მუსიკა და გრსურთ გართობა. ზღვისპირა პარკში კონცერტები და გამოფენები გაიმართება. ბულვარის მთავარი სავიზიტო ბარათი - კოლონადები, ფოლკლორულ ჯგუფებს დაეთმობა, რომლებიც ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ხახლურ შემოქმედებას გააცნობენ. სცენის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. პირველი კონცერტი კოლონადებთან ხვალ საღამოს 6 საათზე დაიწყება, და "ჰით ბათუმი" ოფიციალურად გაიხსნება. პირველ კონცერტზე მაყურებელი ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეების მიერ შესრულებლ ეროვნულ ცეკვებს იხილავს და ამერიკულ ბენდს " New york Bass Bans"- მოუსმენს. " ჰით ბათუმი" წელს "ჩექ ინ ჯორჯიას" პროექტში მოექცა, რომლის ფარგლებშიც ქართველი და უცხოელი შემსრულებლების კონცერტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი