რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბათუმის " დინამოსა" და პოლონეთის "იაგოლონიას" გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებმა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე