გიორგი მარგველაშვილი: პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ საქართველოშიც  გამოიხატება

29 ივნისი 2017, 00:00 2164 ნახვა


ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე,ასევე ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაზე ისაუბრა. 


"სუვერენიზმი,  ტერორიზმი,  ევროპული საერთო უსაფრთხოების სივრცე - ეს ის სფეროებია, რომელშიც აქტიურად ისმის პროპაგანდისტული კითხვები. ეს დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან  საქართველოშიც მიმდინარეობს, პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ  საქართველოშიც  გამოიხატება სხვადასხვა ფორმით. საქართველოშიც გაისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვენი სუვერენული არჩევნისგან, რომ უმრავლესობის ნება უპირობო არის და არ უნდა იქნას განხილული.  
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავინახოთ საქართველოში მიმდინარე ასევე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გადახედვას ეხება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია რომ დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, აქ ბუნებრივია ჩვენ ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავალპარტიულობის, კონსენსუსის ღირებულებებთან მიმართებაში.   იქედან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია წარმოადგენს ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც იქმნება მთელი სახელმწიფო სისტემა. 
მე ამ კონსტიტუციური ცვლილებების დაანონსებისთანავე ხაზს ვუსვამდი, რომ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კონსენსუსზე ორიენტირებით. სწორედ მაქსიმალური ჩართულობით, დიალოგით  იქმნება ლეგიტიმურობა. შესაბამისად  როცა დღეს საინტერესო დისკუსია თქვენს შორის გაიმართება, დარწმუნებული ვარ დავინახავთ ბევრ საინტერესოს იმ ძირითადი ევროპული ღირებულებების შესახებ, რომლის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩემი ერი, ჩემი საზოგადოება, ჩემი კულტურა.  დარწმუნებული ვარ, თქვენი ყოფნა საქართველოში დაახლოებს საქართველოს იმ ერთიან ევროპულ პროცესთან, რომლის მონაწილეც ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყო"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი