აჭარაში შესაძლოა რეპრესირებულთა სამარხები აღმოჩნდეს

27 ივნისი 2017, 00:00 1598 ნახვა

აჭარაში შესაძლოა, 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთა სამარხები აღმოჩნდეს. ორგანიზაცია „მემორიალის“ წევრებმა 6-თვიანი სამუშაოები შეაჯამეს.  მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის ყოფილი სატანკო ბატალიონის ტერიტორიასა და სალიბაურში, ე.წ. ბერიას აგარაკზე საიდუმლო სამარხებს მიაგნეს.

ორგანიზაცია სამთავრობო კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც მათ მიერ მითითებულ ადგილებს გამოიკვლევს, რადგან ტერიტორიები კერძო საკუთრებაა და ორგანიზაციას სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი