რეზოლუცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

27 ივნისი 2017, 00:00 2530 ნახვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეხმიანება. “იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე” - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. რეზოლუციის მიღების შემდეგ, დოკუმენტის საფუძველზე ადამიანის უფლებათა კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი