ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

27 ივნისი 2017, 00:00 53001 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე. საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა.

მედიკოსთა ბრიგადას მოზარდი შემთხვევის ადგილას გარდაცვლილი დახვდა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს რომ გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

ამავე კატეგორიაში