მოსახლეობა ბეტონის საწარმოს უჩივის

26 ივნისი 2017, 00:00 2367 ნახვა

ბეტონის ქარხანა, ჰაერში გაფრქვეული ცემენტი და მოსახლეობის პროტესტი ხელვაჩაურში. ადგილობრივები და ექსპერტები ამბობენ, რომ დაბინძურებული ჰაერი საფრთხეს უქმნის ახლოს მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.

ქარხნის შემოწმებას გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური ხვალისთვის გეგმავს. აქამდე, უწყება მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდა. გასულ წელს მოსახლეობის შესაძლო პროტესტი დასახელდა, ხელვაჩაურში, 25 მილიონიანი ახალი ქარხნის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეჩერების მიზეზად. ამ შემთხვევაში კი მოსახლეობის არა შესაძლო, არამედ რეალურ პორტესტს ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია.

რაც შეეხება შპს “გუმბათი ბეტონის” მესაკუთრეს: გიორგი ბალაძე, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” შემწირველია, მან 2016 წლის არჩევნებამდე 2 დღით ადრე პარტიას 15 ათასი, დედამისმა კი 50 ათასი ლარი შეწირა. იგი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ქარხნის ფუნქციონირება და თანხის მმართველი პარტიისთვის ჩუქება ერთმანეთთან კავშირში არაა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში