ვარშანიძის  ქუჩის მცხოვრებთა პრობლემები

23 ივნისი 2017, 00:00 2571 ნახვა

ურეხში, მამია ვარშანიძის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მოსაწესრიგებელია გზის სავალი ნაწილი, სანიაღვრე არხები, არ არსებობს ტროტუარები და მოსაცდელები. აქ ახლოს სკოლის შენობაა, მოსწავლეებსაც გზის სავალ ნაწილზე უწევთ გადაადგილება. მერიაში ამბობენ, რომ ჯერ ე.წ. ჭაობის დასახლების ქუჩების რეაბილიტაციაა დასასრულებელი, რაც შეეხება ურეხს, პირობას დებენ რომ თანხას 2018 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი