ბათუმში ე.წ ჭაობის დასახლების რეაბილიტაცია სრულდება. გიორგი ბრწყინვალესა და ლერმონტოვის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები რამდენიმე უბანში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. იცვლება გრუნტი და სანიაღვრე სისტემა.
იმ ქუჩებზე სადაც მიწისქვეშა სამუშაოები დასრულებულია, ტროტუარების და გზის სავალი ნაწილის მოწყობა ხორციელდება. რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს დაიწყო და მომავალი წლის ნოემბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 43 მილიონ ლარს შეადგენს.