აჭარა უცხოურ მედიაში

04 ივნისი 2016, 00:00 3613 ნახვა

CNN თურკი-ის გადამღები ჯგუფი აჭარული სამზარეულოს შესახებ გადაცემას ამზადებს.  კულინარიული გადაცემის ცნობილი წამყვანი, გურმანი და სომელიე მეჰმეტ იაშინი გადაცემის მსვლელობისას მისთვის ახალ და საინტერესო კერძებს აგემოვნებს და მაყურებელს მისი მომზადებისა და გემოს შესახებ ესაუბრება. აჭარული სამზარეულოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ გადაცემას CNN-ის მილიონობით მაყურებელი ივნისში ნახავს.  ჯგუფმა უკვე დაათვალიერა ბათუმის ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, მაღალმთიანი აჭარა და მტირალას ეროვნული პარკი.  “Моя планета“- სა და „ПЯТНИЦА» გადამღები ჯგუფების შემდეგ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული პიარ კამპანიების ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე გადაცემაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში