აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ახალი პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. წარმოადგინეს ქართული ფოლკლორის 13-მდე ნიმუში.
კონცერტი იმ ადამიანებს მიეძღვნა, რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი სახელმწიფო ანსამბლის განვითარებაში. კონცერტის დასასრულს ორგანიზატორებმა მაყურებელს ანსამბლის ახალი სახელი გააცნეს, ამიერიდან ანსამბლი მოღვაწეობას „არსიანის“ სახელით გააგრძელებს.