326 მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ 3 დღის განმავლობაში უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს განიხილავს თუ არა არსებითად ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სარჩელს.
კოლეგიას ასევე შეუძლია განხილვის გარეშე, პირდაპირ გააუქმოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს არეგულირებს. გასულ წელს სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ამ თემაზე და დაადგინა, რომ მოსმენას არ უნდა ახორციელებდეს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს.
საქართველოს პარლამენტმა კი შექმნა სააგენტო, რომლის კონტროლის მექანიზმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს. სწორედ ამიტომ „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში სარჩელის ხელმომწერები, მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა ახალი უწყების შექმნით პრობლემა უცვლელად დატოვა.