უფასო სამედიცინო აქციები

08 აპრილი 2016, 00:00 3489 ნახვა

ხვალიდან მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები იწყება. რომლის ფარგლებში უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩატარდება. მოსახლეობას საშუალება ექნება ადგილზე მიიღოს ოფთალმოლოგის, ქირურგის, უროლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, პედიატრის, გინეკოლოგის და კარდიოლოგის მომსახურება. ხვალ აქცია შუახევის უჩამბის თემში, 16 აპრილს კი ხულოში ხიხაძირის და ქედაში მერისის თემში გაიმართება. უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში 23 სამედიცინო ბრიგადის გასვლაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში