ტრენინგი პატრულის თანამშრომლებისთვის

18 ივნისი 2017, 00:00 1977 ნახვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ქულათა სისტემის ამოქმედებასა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადამზადების კურსი გაიარეს.

შსს-ს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდნენ და პატრულ -ინსპექტორებს ტრენინგები ჩაუტარეს.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ცვლილებები პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, რომელთა თანახმად, მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება. ასევე, მკაცრდება ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი