დოკუმენტური კინოს სფეროში არსებულ სიახლეებზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალური ლექცია ჩატარდა. ორდღიან ლექციაზე სტუდენტები დოკუმენტურ კინოინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს გაეცნობიან.
პროექტი აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იმართება. აღნიშნული პროგრამა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება.