ავტომობილებიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში. ”ევროპული საქართველოს” წევრებმა დღეს ქალაქში მგზავრობა ბათუმის ავტოტრანსპორტის კუთვნილი ავტობუსებით გადაწყვიტეს და განაცხადეს, რომ ტრანსპორტი მოძველებული და არაკომფორტულია. “ბათუმის ავტოტრანსპორტში” არ უარყოფენ, რომ ავტობუსები შესაცვლელია, თუმცა ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ყველა ტექნიკურად გამართულია. მისივე თქმით, შემოდგომისთვის ქალაქს ახალი ავტობუსები ეყოლება, რომელსაც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის სესხით შეიძენენ.