ორი წელი 13  ივნისის ტრაგედიიდან 

13 ივნისი 2017, 00:00 2153 ნახვა

21 დაღუპული და ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული, დანგრეული  საცხოვრებელი სახლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა -საქართველო 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს. სტიქიური მოვლენები ღამით დაიწყო.  სპეციალისტების ვარაუდით, მიზეზი მდინარე ვერეს და მისი შენაკადების აუზში მოსული დიდი ოდენობით ნალექი გახდა.  

ერთმანეთს დაემთხვა 8 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა: კლდეზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, მდინარეების გვერდითი ეროზია, სიღრმითი ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი წვიმის სახით, წყალმოვარდნა და დატბორვა. ამ ყველაფერმა კი 1000-ზე მეტი,  ჯამში   250-მდე ოჯახი დააზარალა.

 ორი წლის წინ სტიქიურმა უბედურებამ კვალი დატოვა თბილისის ზოოპარკზეც. ქეთი ბოლქვაძემ გადაავლო თვალი 13 ივნისის ქრონოლოგიას. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი