''რესპუბლიკური პარტია'' ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიას ითხოვს

12 ივნისი 2017, 00:00 3172 ნახვა

რომელია დღეს უფრო მნიშვნელოვანი - კანონმდებლობის შერბილება, თუ პოლიციელების შესაძლო გადაცდომა? რეპერების საქმიდან გამომდინარე, ხელისუფლება ორი დღეა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობს.

რესპუბლიკელები ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულების ამინისტიას ითხოვენ. თამარ კორძაიას მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკთან დაკავშირებულ საქმეებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას, გასაღებისთვის დაკავებულების შემთხვევაში კი სასჯელის შემცირებას ითვალისწინებს.  

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში