სამშობიარო სახლის აქციონერთა კრება

12 ივნისი 2017, 00:00 4530 ნახვა

ჯუმბერ უნგიაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა იმსჯელოს დღეს ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის პარტნიორთა კრებამ.  დღის წესრიგის მიხედვით, იგეგმება მისი ჩანაცვლება ნანა შერვაშიძის კანდიდატურით, რომელიც ასევე აქციები მფლობელი და საავადმყოფოს ექიმია.

პარტნიორებმა 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზეც უნდა იმსჯელონ, რომლის მიხედვითაც საავადმყოფოს ასპროცენტიანი წილი აქციონერების 75 პროცენტის თანხმობით, ირის ბორჩაშვილის სახელობის კლინიკაზე გაასხვისეს. ცვლილება უნდა შევიდეს წესდებაშიც. პროექტის მიხედვით, დირექტორს აქციონერების სრული შემადგენლობის თანხმობის გარეშე საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილის გასხვისების უფლება აღარ მიეცემა.

ბათუმის სამშობიარო სახლი ამ ეტაპზე, ირის ბორჩაშვილი.სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” საკუთრებაა, თუმცა ქონება, აქციონერების მოთხოვნით, დაყადებულია და აქციების დაბრუნებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია დირექტორის- ჯუმბერ უნგიაძის პოზიცია, რადგან იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი