რამდენიმე საათს გააგრძელა სამი დღის წინ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ''ბირჟა მაფიას'' წევრების გამოკითხვა. მიხეილ მგალობლიშვილთან და გიორგი ქებურიასთან გლდანის მე-8 საპყრობილეში პროკურორები, ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდნენ.
რეპერებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შესაძლოა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეიცვალოს.