2 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ცინიდის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს პირველად ესწრება სახალხო დამცველი. განხილვაში სახაზინო ადვოკატებიც მონაწილეობენ.
დეკანოზის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, სხდომა არ დახურულიყო.