მელიქიშვილის და რუსთაველის კვეთაში მოსაცდელის დემონტაჟი მიმდინარეობს

06 ივნისი 2017, 00:00 3508 ნახვა

მელიქიშვილის და რუსთაველის კვეთაში ავტობუსის მოსაცდელის დემონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის ავტოტრანსპორტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დემონტაჟზე უფლება მერიამ მას შემდეგ გასცა, რაც ერთ-ერთმა კომპანიამ მუნიციპალიტეტს ახალი ოფისის გახსნისას, ალტენატიული შესასვლელი სთხოვა.

კომპანია, რომელიც ავტომანქანების გაყიდვითაა დაკავებული ავტობუსის მოსაცდელის დროებით აღებას იმ მოტივით ითხოვს, რომ ოფისში მანქანები შეიყვანოს. ბიძინა ბიბილეიშვილის განცხადებით, მოსაცდელი ორ დღეში კვლავ დამონტაჟდება. აღსანიშნავია რომ მსგავსი გამონაკლისი შემთხვევა მერიას აქამდე არ დაუშვია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი