მსჯავრდებულების გადანაწილების ახალი წესი

06 ივნისი 2017, 00:00 3045 ნახვა

 პენიტენციური დაწესებულებების საკნებში ბრალდებულები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებში ცვლილებები შევიდა.

უწყების ინფორმაციით, ცვლილებების საფუძველზე, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის. ცვლილება უკვე ძალაშია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი