ბათუმში ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურორთა მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პროექტის ორგანიზატორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაა. შეხვედრის მიზანი სისხლის სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემებზე აზრთა გაცვლა-გაზიარებაა.
დღესვე განიხილება აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრას ძირითადად რეგიონში დასაქმებული ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები და სტუდენტები ესწრებიან.