ხელვაჩაურში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები მაღალი ძაბვის ელექტროსადენების გაყვანას აპროტესტებენ. მათი თქმით, საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემასთან შეთანხმება არ ყოფილა, ნაწილისთვის შეთავაზებული ფულადი კომპენსაცია მიუღებელია და ნაწილთან მოლაპარკებები არ გამართულა. აქ მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ კომპანია კერძო საკუთრებაში იჭრება და ადგილობრივთა უფლებებს არღვევს.
საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემაში კი განმარტავენ, რომ მოსახლეობასთან მოლაპარკებები არაერთხელ გაიმართა. მათივე თქმით პროექტი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად განხორციელდება.კომპანია კომპენსაციებით უკმაყოფილო მოსახლეობას ურჩევს სასამართლოს მიმართოს.