სახალხო დამცველი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა

02 ივნისი 2017, 00:00 2228 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრები გრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი, დღეს, სახალხო დამცველს შეხვდნენ. გიორგი აბაშიშვილის განაცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილე არც ერთმა პარტიამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციის პროექტს, გარდა მმართველი გუნდისა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი შორს იქნება ლეგიტიმაციისგან. აბაშიშვილის მოსაზრებებს იზიარებს ანა დოლიძეც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი