მილოცვა ომში დაღუპული გმირის შვილებს

01 ივნისი 2016, 00:00 3886 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები მიუტანეს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის, კაპრალ თეიმურაზ ბერიძის შვილებს ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წევრებმა. კაპრალი თეიმურაზ ბერიძე 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში დაიღუპა. იგი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით "მხედრული მამაცობისთვის" მედლით დააჯილდოევს. 2012 წლის 8 აგვისტოდან ქართველი გმირის სახელს ატარებს მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ქუჩა.

ამავე კატეგორიაში