კინემატოგრაფიის სკოლა ბათუმში

29 მაისი 2017, 00:00 2796 ნახვა

ბათუმი საერთაშორისო კინოსკოლას - „თანამეგობრობას“ მასპინძლობს. ცნობილი კინოხელოვანები სცენარისტებისთვის და რეჟისორებისთვის სემინარებს გამართავენ.

შეირჩევიან საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორები და გამოვლინდება გამარჯვებული. საკონკურსო პროგრამების გარდა, კინოსკოლის ფარგლებში, გაიმართება ქართული კინოს კლასიკოსის ალექსანდრე რეხვიაშვილისა და უკრაინის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის სერგეი ტრიმბაჩის მასტერკლასები.

პროცესში ჩართვა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. კინოსკოლა ოფიციალურად 2 ივნისს დაიხურება, მასში 13 ქვეყნიდან 50-ზე მეტი კინემატოგრაფისტი მონაწილეობს და საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში